გიორგი კვირიკაშვილი კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მსახიობ კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
”ბატონო კახი, მთელი გულით და დიდი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს.
დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის, რომლის ყველაზე დიდი შეფასება ხალხის სიყვარულია, სიყვარული, რომელიც დღემდე არ განელებია ქართველ მაყურებელს თქვენი დაუვიწყარი, საოცარი გულწრფელობით შექმნილი გმირებისადმი. ეს თქვენი კაცობისა და ოსტატობის დამსახურებაა.
დიდი ოსტატობის დასტურია ისიც, რომ თქვენს გამოჩენას ყველა თაობის მაყურებელი ინტერესით ელოდება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ჩვეულ მხნეობასა და შემართებას, ხანგრძლივ შემოქმედებით საქმიანობას”, -ნათქვამია პრემიერის მისალოცში.
კახი კავსაძე დღეს 81 წლის გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები