კურორტ ურეკსა და გომისმთაზე ჯიპ-ტური მოეწყო

პროექტის ფარგლებში “ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე” კურორტ ურეკსა და გომისმთაზე ჯიპ-ტური მოეწყო. ღონისძიებაში მონაწლეობა აჭარის “off-road” კლუბის წევრებმა და “Land Cruiser”- ის მარკის ჯიპებმა მიიღეს.
აქცია დაბა ურეკში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. კოლონა ურეკიდან კურორტ გომისმთის მიმართულებით გაემგზავრა.
ექსტრემალური შეჯიბრის დაწყებამდე გომისმთაზე გურიის ტურისტული კერების პოპულარიზაციის მიზნით სპეციალური ფოტოგამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები დაესწრნენ.
„სლოგანის „ ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე“ ფარგლებში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაგარი კურორტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, უკვე მეორე წელია სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ. ზღვისა და მთის კურორტები ასე ახლოს ერთმანეთთან მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აქვს. დღეს აჭარის “off-road” კლუბის წევრებს ვუმასპინძლეთ, რომლებმაც არაჩვეულებრივი და აქაურობისთვის უჩვეულო სანახაობა წარმოგვიდგინეს. მსგავს აქციებს კიდევ არაერთხელ განვახორციელებთ,“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
შეჯიბრის დასასრულს ღონისძიების ყველა მოაწილეს გამგებელმა სპეციალური სიგელები გადასცა.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციაპლიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ასევე, ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
13346994_1367861436563176_2307287693299084935_n 13335551_1367861379896515_153653654876758976_n 13343137_1367861339896519_3400373575631775560_n 12991128_1367861253229861_6251316626920216889_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები