რუსთავში დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სტიქიის შედეგად განსაკუთრებით რუსთავის მე-7 და მე-8 მიკრორაიონი დაზარალდა, სადაც იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დატბორა.
რამდენიმე მისამართზე წყალი სარდაფებშიც ჩავიდა. აღმაშენებლის ქუჩაზე კი ასფალტის საფარი ჩავარდა.
სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობოდა ქალაქის მერი დავით ჯიქია.
დატბორილი გზების გაწმენდას რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურები, ქალაქის მერიის დასუფთავების, უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლები აწარმოებდნენ.
რუსთავის მერია ზარალის შესახებ ინფორმაციას უმოკლეს ვადაში, სპეციალური კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები