გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, პროექტის – „ნარჩენების გადამამუშავებელი ინსტალაციების შესაძლებლობების განვითარება რადიოაქტიური ნარჩენებთან, მათ შორის, თხევად რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოსაპყრობად“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში არსებული რეგულაციების, განხორციელებული ცვლილებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა. ექსპერტები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან, დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან გაეცნენ „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონსა და რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესს, ასევე, მარეგულირებელი ორგანოს – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის კომპეტენციებს. ხსენებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, მოწვეული ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები