ლაგოდეხში ნაპოვნ მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

ლაგოდეხის მთებში ნაპოვნი მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ექვსი თვის წინ გაუჩინარებული სამი მონადირიდან ერთ-ერთია, მაშველებმა ჩამოასვენეს – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
ამ დროისთვის მამაკაცის ცხედარს იდენტიფიკაციის დადგენის მიზნით, ექსპერტიზა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში ოთხი მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს წავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენებს კი ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები