კახეთში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ ყვარლის რაიონის სამი სოფელი დააზარალა. შილდაში, ალმატსა და საბუეში 200 ჰექტარამდე ვენახი განადგურდა. მოსახლეობის თქმით, დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნეული. ინტენსიური სეტყვა 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ყვარლის გამგეობის ინფორმაციით, სტიქიამდე მოხდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედება, თუმცა მისი თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა.
შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის ზონაში ზარალს შეისწავლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები