იმიტირებული ტელე-ჩართვების კონკურსი თსუ-ში (ფოტოკოლაჟი)

თსუ-ს მეორე კორპუსში კონკურსი „რეპორტიორი“ გაიმართა, სადაც სასწავლო დაწესებულების სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებმა იმიტირებული ტელე-ჩართვები განახორციელეს. პროექტის ფარგლებში მონაწილე ჯგუფებმა ადგილზე  კონკრეტული თემები დაამუშავეს. მათ იმიტირებული ჩართვის მოსამზადებლად 10 წუთი მიეცათ, ხოლო ჩართვისთვის – 3 წუთი.
კონკურსში მონაწილეობას თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტებიდან 5 მონაწილე იღებდა.
ისინი თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მიმართულების ლექტორმა თამარ ბელქანიამ  და საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას” მთავარმა რედაქტორმა ქეთევან ხოსიტაშვილმა შეაფასეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსში  ნატალია ჯალაღონიამ გაიმარჯვა. მას საჩუქრად ფულადი პრემია გადაეცა.
თამარ ბელქანია: ვფიქრობ,  რომ ყველა მონაწილე თანაბარ პირობებში იყო. მსგავსი კონკურსი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თავი მოქმედი ჟურნალისტის ამპლუაში იგრძნოს. გვედიდან შეხედოს საკუთარ თავს, დახვეწოს ვერბალური იმიჯი, სხეულის ენა, ისაუბროს ლაკონურად,  გასაგებად, გამართული წინადადებებით. ეს უნარ-ჩვევები ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოდგება.
ქეთი ხოსიტაშვილი: საინტერესო კონკურსი იყო. კარგია, რომ სტუდენტებს მსგავსი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცათ. ეს მათი პროფესიული გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკური სტუდენტური თვითმმართველობის პრესკლუბის კიდევ ერთი პროექტია.
13269294_1168670276488523_8817152025686216772_n

1

13325573_1168672309821653_7413339327828806963_n

13339469_1168669336488617_6645085089847615103_n

13348692_1701664400085130_31303115_n

2

13344559_1168670869821797_3114304105555769781_n

13330491_1701664390085131_1686150583_n

13348692_1701664400085130_31303115_n

13342398_1701664810085089_148546234_n

13342313_1701664270085143_1678861534_n

13330344_1701664470085123_1960185799_n

13330248_1701661933418710_1719703759_n

13325444_1168670516488499_2834158512578596700_n

13307192_1168668396488711_2272410030268350049_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები