პარლამენტმა მიწის საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანს მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტის თანახმად, კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

კანონის მიზანია, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი და პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან, სახელმწიფო მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში და სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები