ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს 30 ავიაკომპანია შეასრულებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2016 წლის პირველი 5 თვის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და მთლიანობაში 703310 მგზავრი შეადგინა.
ამის გარდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარტიდან თეირანის მიმართულებით ფრენების შესრულება ორმა ირანულმა ავიაკომპანიამ „ატა ეარლაინსმა“ და „ქეშმ ეარმა“ დაიწყო, ხოლო ივნისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია „ელ-ალი“ ისრაელის ავიახაზები შეასრულებს. ივნისის ბოლოდან რეგულარული ჩარტერული რეისების შესრულებას თეირანისა და ისპაჰანის მიმართულებით „ტაბან ეარლაინსი“ დაიწყებს. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს 30 ავიაკომპანია 27 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები