სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ კოლეგებთან ერთად წარჩინებულ სტუდენტებს უწყების სამუშაო გარემო გააცნო და მოუწოდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით გააგრძელონ საქმიანობა – გაიარონ სტაჟირება და პროკურატურაში დასაქმდნენ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონულ პროკურატურაში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი კადრი დასაქმდეს. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას სტუდენტები იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან ერთად ეწვივნენ, სადაც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს ოლქის პროკურორმა სტუმრებს საჩუქრად ბლოკნოტები და კალმები გადასცა. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია სტუდენტთა სამართალშეგნების დონის ამაღლება, დანაშაულის პრევენცია და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები