ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ზაფხულის სეზონზე 11 ავიაკომპანია 12 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს ფრენებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2016 წლის პირველი 5 თვის ანგარიშს აქვეყნებს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი: 1. 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 32%-ით გაიზარდა და სულ 54429 მგზავრი შეადგინა. 2. ურალის ავიახაზებმა ბათუმის აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულებით, ეკატერინბურგსა და სანკტ-პეტერბურგში ფრენების შესრულება კვირაში 2 სიხშირით დაიწყო. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე 2 ახალი ავიაკომპანია „ეარ არაბია“ და „ელ-ალ ისრაელის“ ავიახაზები დაიწყებს ოპერირებას, რომლებიც ფრენებს შარჟასა და თელ-ავივის მიმართულებით განახორციელებენ.
ხოლო ავიაკომპანია „სკატი“ 2016 წლის ივნისიდან ფრენებს აქტაუს მიმართულებით შეასრულებს. ივნისიდან რეგულარულ ჩარტერულ ფრენებს თეირანის მიმართულებით „ტაბან ეარლაინსი“ შეასრულებს. 3. მთლიანობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 2016 წლის ზაფხულის სეზონზე რეგულარულ რეისებს 11 ავიაკომპანია 12 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები