EBRD-ის დელეგაცია საპარტნიორო ფონდს სტუმრობდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორი ენერგეტიკული და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით აიდა სიტდიკოვა საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ „კვირას“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს.
საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა სტუმრებთან ფონდის მუშაობის სპეციფიკაზე, სტრატეგიასა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე ფონდის მიერ ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ EBRD-ის მხრიდან ასოცირებული ბანკირები იან ვეტზელი და დავით მანაგაძე, ხოლო საპარტნიორო ფონდის მხრიდან, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რევაზ ტყავაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები