მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს

 

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი – ხის სკა (რუტი, დადან ბლანტი) ან/და პენოპოლისტიროლი, 2 200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური (ციბრუტი) – კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პროგრამაში მონაწილე თითოეული კოოპერატივის მიერ წარმოდგენილი თაფლის ერთ ნიმუშს ლაბორატორიულ შემოწმებას უფასოდ ჩაუტარებს.

პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების (როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემული) აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით, რაც ხელს შეუწყობს მიკვლევადობას და უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები და შშმ პირები პროგრამის ფარგლებში განსახორცილებელი კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ მათი ღირებულების 20%-ად.
მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ეტაპზე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უკვე მიიღო 7 588 სკა. სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპის შედეგად, 51 კოოპერატივს 3 609 სკა გადაეცემა, 19 კოოპერატივი მიიღებს 19 ერთეულ თაფლის საწურს და ჯამურად 41 800 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახ ჭურჭელს. სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.acda.gov.ge პროგრამაში.
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: http://acda.gov.ge/index.php/geo/static/175″- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები