თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
„თელასი“ შეზღუდვების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის II, VII, VIII მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას, ჯანჯღავას, სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის 34-ის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, ვახტანგ მახალდიანის, რევაზ ურიდიას, ეროსი მანჯგალაძის, სანერგის, ცინცაძის და იმერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიას და გორდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა, III , IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძის და დავითაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევდოშვილის, ცემის, თევდორე მღვდლის,ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, პისარევის, სიღნაღის, დავითაშვილის, ბერიაშვილის და ტერენტი გრანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ჟღენტის (ნუცუბიძე), ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ინტენსიფიკაციის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კამანის ჩიხის, დელისის III ქუჩის, ნადარეიშვილის და კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის და ანა კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები