პეკინის გამზირზე „ტერაბანკის“ განახლებული ფილიალი გაიხსნა

პეკინის გამზირი #24ა – დღეს აქ საზეიმო ვითარებაში ფინანსური სახლის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა. განსხვავებული საბანკო გარემო, გაუმჯობესებული პროცედურები და ახალი პროდუქტები – ახლა უკვე „ტერაბანკის“ პეკინის ფილიალში დაგხვდებათ. გარდა აღნიშნული უპირატესობებისა, ფილიალი განსხვავებული დროებით მუშაობს და სამუშაო დღეებში – 10:00-დან 21:00 საათამდე, დღესასწაულების დროს კი,  10:00-დან 15:00 სთ-მდე გიმასპინძლებთ.
„ტერაბანკი“, რომელიც აქამდე ბაზარზე “კორ სტანდარტ ბანკის” სახელით ოპერირებდა, მომხმარებელს ყველასგან განსხვავებული კონცეფციის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. სახლის მყუდრო და კომფორტული ინტერიერი, რბილი ავეჯი და დეკორატიული ნივთები მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფინანსური ოპერაციები სასიამოვნო გარემოში შეასრულოს. იმ ცვლილებების გარდა, რომელიც ბანკის რებრენდინგის შემდეგ ასეთი ადვილი შესამჩნევია, „ტერაბანკში“ დაიხვეწა და განვითარდა საბანკო პროცედურები, პროდუქტები და მომსახურების სტანდარტები.
რებრენდინგის პროცესზე ადგილობრივმა და საერთაშორისო სააგენტოებმა ერთად იმუშავეს. პროექტს მხარს უჭერდნენ ბანკის აქციონერები, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხები არიან. ძირითადი აქციონერი – ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანი საქართველოში ამ დროისთვის 250 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და, როგორც ცნობილია, ის ამ თანხის მოცულობის გაზრდას გეგმავს.
რაც შეეხება „ტერაბანკის“ ამჟამინდელ საქმიანობას, „ტერაბანკი“ მომხმარებელს უწევს როგორც მაღალი ხარისხის საცალო მომსახურებას, ასევე აქტიურად არის ჩართული ბიზნესის დაკრედიტებაში. ამ დროისათვის მიმდინარეობს ბანკის 18 ფილიალის განახლება „ჩემი ფინანსური სახლის“ კონცეფციის მიხედვით, თუმცა წლის ბოლომდე  რეგიონებში კიდევ  5 ფილიალის გახსნა და ATM-ების დამატება იგეგმება.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები