რა აუცილებელი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ორსულმა – რა რჩევებს იძლევა ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი

ორსულობა მეტად საპასუხისმგებლო მდგომარეობაა, ამიტომ ორსულმა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს ის ცხოვრების წესი, რასაც ორსულობის პერიოდში უნდა ასრულებდეს. რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ორსულმა, რატომ უნდა ჩაერთოს ალტერნატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში და როგორ უნდა აიცილოს გართულებები ორსულობის პერიოდში, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით „კვირა“ ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგს, ხათუნა შაიშმელაშვილს ესაუბრა.

944983_1358027877556814_6691246261568818245_nროგორც ექიმი მეან-გინეკოლოგი ამბობს, ორსულის მუდმივი მეთვალყურეობა ნორმალური და ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების გარანტიაა. სწორედ ორსულობის დროს განვითარებული ფარული პათოლოგიების თავიდან აცილების მიზნით, ჩაჩავას კლინიკა ორსულთა ალტერნატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულთა შორის ერთ-ერთია, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ორსულთა ალტერნატალურ მეთვალყურეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ორსულის, ასევე ახალშობილის ჯანმრთელობისთვის.

„ყველა ორსულმა აუცილებლად უნდა იცოდეს ცხოვრების წესის, კვების რეჟიმისა და იმ გამოკვლევების შესახებ, რომელიც აუცილებელია მისი და მისი პატარის ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც, ვართ ჩვენ ჩართულნი ალტერნატალური მეთვალყურეობის პროგრამაში – ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამაში, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. პროგრამა გულისხმობს 4 უფასო კონსულტაციას ექიმთან.

ეს პროგრამა გათვალისწინებულია ჯანმრთელი, ნორმალურად მიმდინარე ფიზიოლოგიური ორსულობის შემთხვევაში. თუ ვთქვათ, გამოვავლენთ რაიმე დამატებით პათოლოგიებს, ჩვენ გვყავს მოწვეული სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები, რომლებიც მეან- გინეკოლოგს ორსულის მეთვალყურეობასა და რაიმე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მის სათანადოდ წარმართვაში ეხმარება. რაც შეეხება, პროგრამაში მონაწილეობას, ორსული პირველად მიაკითხავს კლინიკას, ჩატარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და პროგრესული ორსულობის დადგენის შემთხვევაში, ის ავტომატური წესით, ანუ მონაცემთა სათანადო პორტალზე ატვირთვის წესით ჩაერთვება პროგრამაში.

13342219_1095789340464944_438582590_nპირველი ვიზიტი ტარდება ორსულობის 12 კვირამდე, რაშიც მთელი რიგი გამოკვლევები შედის. ეს არის სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, სიფილისზე გამოკვლევა, სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა, ნაცხის გამოკვლევა B და C ჰეპატიტების დადგენა. ეს ყველაფერი პროგრამაში ჩართულ ორსულებს, რაც მთავარია, უფასოდ უტარდებათ. შემდგომი ვიზიტი რეკომენდებულია 18-დან 20 კვირამდე. აქ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია ექოსკოპიური გამოკვლევა.

მომდევნო ვიზიტი არის 30-დან 32 კვირამდე. ექიმთან კონსულტაციის პარალელურად, ორსულს უტარდება სისხლში ჰემოგლობინის და შარდში ცილის განსაზღვრა. ბოლო ვიზიტი კი 34-დან 38 კვირის ვადებშია რეკომენდებული. ექიმის კონსულტაციის პარალელურად, ორსულს უტარდება გამოკვლევა, რომელიც შარდში ცილის რაოდენობას განსაზღვრავს, სისხლში კი ჰემოგლობინისას“,- განმარტავს მეან-გინეკოლოგი.

იმ დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობის შესახებ, რომელიც სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული არ არის, ორსულ პაციენტებს ინფორმაციას კლინიკის წამყვანი სპეციალისტები აწვდიან.

„ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეფასება ორსულობის დასაწყისიდანვე, იმიტომ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურად მუშაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის ნორმალურად და წარმატებით წარმართვაში. აგრეთვე, შარდის ბაქტეროლოგიური გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფო პროგრამით ასევე არ ფინანსდება, თუმცა ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

13335198_1095789193798292_1040682089_nგარდა ამისა, აუცილებელი დამატებითი გამოკვლევა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ორსულებს, ეს არის ორსულობის ბოლოს 35-დან 37 კვირის ვადაში, ანუ ახლოს მშობიარობასთან, საშოდან ბე სტრეპტოკოკის განსაზღვრა.

„ორსულებს ვურჩევთ, დროულად მიმართონ ექიმს და დროულად ჩაერთონ ალტერნატალური მეთვალყურეობის პროგრამაში. ამით თავიდან აიცილებენ ბევრ გართულებას, რომელიც შეიძლება ორსულობის პროცესს თან ახლდეს. დედასაც აცილებული ექნება ზედმეტი პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, რადგან შესაძლოა, ორსული არ ფლობდეს ინფორმაციას თავისი ჯანმრთელობის შესახებ, ფარულად მიმდინარეობდეს ისეთი პათოლოგია, რომელიც როდესაც გამოვლინდება, შეიძლება გვიანი იყოს“,-ამბობს ხათუნა შაიშმელაშვილი.

სრულფასოვანი სამეანო-გინეკოლოგიური სერვისების პარალელურად, ჩაჩავას კლინიკა პაციენტებს ფართო პროფილურ მომსახურებასაც სთავაზობს.

კლინიკის ორსულ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, „მშობელთა სკოლაში“ სემინარი-ლექცია მოისმინონ ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა ორსულის კვების რეჟიმი, ბავშვთა მოვლა, ორსულის კვება, მოვლა, ჰიგიენა, საკუთარი თვალით იხილონ, როგორ იზრდება ნაყოფი მუცლადყოფნის დროს კვირიდან კვირამდე.

ამავდროულად, მათთან გამოცდილი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც მშობიარობის პროცესს მარტივს ხდის.

ლექციებთან ერთად სპეციალურად მომზადებული მეთოდისტის დახმარებით, გართულებების გარეშე მიმდინარე ორსულობის პერიოდში, ორსულები ფიზიკურ აქტოვობებსაც გადიან, რაც ორსულობის ფიზიოლოგიურ პროცესს უწყობს ხელს.

„ვარჯიში ძალიან კარგია. ავითარებს ძვლებს. დატვირთვა ,ძირითადად, წვივისა და ზურგის კუნთებზე მოდის, ვარჯიშისას უფრო ძლიერდება სისხლისძარღვთა მიმოქცევა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, გულსისხლძარღვთა მუშაობა, მშობიარობის პროცესში უფრო აქტიურები არიან და არ არიან მოდუნებულები.

ამავე დროს, მათთან ფსიქოლოგი მუშაობს. როგორც აღნიშნავენ და ეს უკვე თვალშისაცემიცაა, იმ ორსულებმა, რომლებმაც გაიარეს „მშობელთა სკოლა“, მშობიარობის პროცესს გაცილებით უფრო მომზადებულები ხვდებიან“, – აღნიშნა მეან-გინეკოლოგმა ხათუნა შაიშმელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები