ერთი თვის განმავლობაში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით 250-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

ტემპერატურის მატებასთან ერთად ქვეწარმავლებთან დაკავშირებით შეტყობინებებმა იმატა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 250-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიმართავს მოსახლეობას, ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში, თავი შეიკავონ თვითნებური ქმედებებისგან და დარეკონ 112-ზე. „სააგენტოს სპეციალური მობილური ჯგუფები ოპერატიულად გამოცხადდებიან შემთხვევის ადგილზე და მოქალაქეებს კვალიფიციურ დახმარებას აღმოუჩენენ. სააგენტო შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირებს 24 საათის განმავლობაში“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები