„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” განახლებული მიმღები და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა

”თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” განახლებული მიმღები და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა. მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ემერჯენსის განყოფილება ”თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” ახალმა ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა გახსნა.
”შეიცვალა დიზაინი. აქცენტი ავიღეთ თითოეული პაციენტისთვის პერსონალური სივრცის შექმნაზე. თითოეულ პაციენტს გამოყოფილი აქვს სხვებისგან იზოლირებული სივრცე, არსებობს შესაბამისი სამეთვალყურეო სისტემა, რისი მეშვეობითაც სამედიცინო პერსონალი ახერხებს პაციენტის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, ჩარევას.
ყველა მწვავე პათოლოგიის და არა მხოლოდ მწვავე პათოლოგიის მქონე პაციენტებს, მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ, – დაწყებული ბანალური, ზედაპირული ჭრილობებიდან, დამთავრებული მძიმე, რთული კარდიოვასკულარული, ნეირო თუ ზოგადი ქირურგიული პათოლოგიებით. აღარ დარჩა მწვავე ნოზოლოგია, რომლის სერვისსაც პაციენტი ამ განყოფილებაში ვერ მიიღებს”, – აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.
დეპარტამენტის გახსნას საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო.
13318738_10153729436154779_1931217164_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები