საატესტატო გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგები რუსთავის მე-4 საჯარო სკოლამ აჩვენა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საატესტატო გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგები რუსთავის მე-4 საჯარო სკოლამ აჩვენა.
როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა 70%-მა მიიღო 9 ქულა და ზევით, გარდა ამისა, ეს სკოლა ერთადერთია, სადაც ორმა კურსდამთავრებულმა მიიღო უმაღლესი (10 – ქულიანი) შეფასება ყველა საგანში. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დამამთავრებელ გამოცდებზე მიღწეული წარმატებები მიულოცა. საზეიმო ღონისძიებაზე 22 წარმატებული მოსწავლე და მათი 18 მასწავლებელი სპეციალური სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები