შს მინისტრმა პროფესიული მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის თანამშრომლები დააჯილდოვა

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პროფესიული მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის უწყების თანამშრომლები მადლობის სიგელებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.
შს მინისტრის ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის და მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ:
საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, პოლიციის უფროსი-ლეიტენენტი ნატალია პეტრიაშვილი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მმართვის დაკომპლექტებისა და ზონალური მუშაობის განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენენატი თამარ მარეხაშვილი.
ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტების დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის კაპიტანი გიო გურგულიანი.
ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ – გამომძიებელი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ნინო ფხაკაძე.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის -ინსპექტორ-გამომძიებელი პოლოციის ლეიტენანტი სოსო მელიქიძე.
მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსი, პოლიციის ლეტენანტი მაია უსანეთაშვილი.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების სამმარეთველოს დაკომპლექტების განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი, გიორგი კიკნაძე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის კაპიტანი შოთა წიკლაური.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მმართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ოცეულის მეთაური კობა ორველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები