დღეს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება

დღეს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები: ლიტვის, მოლდოვასა და ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გახსნის. სამართალდამცველებს პროფესიულ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი მიულოცავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები