საკრებულოს დეპუტატებმა ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ რაიონის გამგებელთან ვახტანგ ქიზიყურაშვილთან ერთად ბერი გაბრიელის ქუჩაზე მდებარე #215-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და ბაღში გამართულ სპეციალურ ღონისძიებას დაესწრნენ.
დეპუტატებმა ღონისძიების დაწყებამდე ბაგა-ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ბაგა-ბაღის ადმინისტრაციაში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნენ. 215-ე საბავშვო ბაგა-ბაღი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სრულად არის ადაპტირებული. საბავშვო ბაგა-ბაღში 546 აღსაზრდელია, მათ შორის, 15 შეზღუდული შესაძლებლობებისაა და სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას საჭიროებს.
2014 წელს საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია აშშ მთავრობის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ დააფინანსა. 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაგა-ბაღის ორსართულიანი შენობის სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა, კერძოდ, დამონტაჟდა ლიფტი და ცენტრალური გათბობის სისტემა, გაკეთდა შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები, მოეწყო ადაპტირებული სათამაშო მოედანი, გამოიცვალა სახურავი და ღობე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები