ირაკლი აბუსერიძემ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „დირსი“ მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობი ღონისძიება და კონცერტი გაიმართა.
საზეიმო ღონისძიება, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ტყემალაძე და გიგა ახვლედიანი, ასევე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე და რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი ესწრებოდნენ, საცხოვრებელი კომპლექსის „დირსი“ ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის ჩატარდა.
ირაკლი აბუსერიძემ მოწვეულ სტუმრებს საბავშვო დღესასწაული მიულოცა და კომპანიის „დირსი“ ხელმძღვანელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ,,მინდა უკლებლივ ყველას, დიდსა და პატარას დღევანდელი დღე მოგილოცოთ. მიხარია, რომ დღეს ამ პატარებისთვის ნამდვილი ზეიმის გამართვა შევძელით“,-განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით გიორგი ალიბეგაშვილმაც მიმართა და აღნიშნა, რომ მომავალ თაობაზე ზრუნვა ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტია.
მისივე განცხადებით, საკრებულო აქტიურადაა ჩართული ყველა იმ ღონისძიების განხორციელების პროცესში, რომლებიც თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის.
დღესასწაული პატარა სტუმრებს კომპანიის „დირსი“ ხელმძღვანელებმა, ასევე სპეციალურად დღევანდელი დღისთვის მოწვეულმა ანიმატორებმა მიულოცეს და გასართობი პროგრამა წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები