„maroon 5“-ის კონცერტთან დაკავშირებით თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებით მატარებლის 6 რეისი დაინიშნა

„maroon 5”-ის კონცერთტან დაკავშირებით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით 6 რეისი დაინიშნა. კონცერტი ბათუმში 7 ივნისს გაიმართება. როგორც „კვირას“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, 3 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით თბილისი-ბათუმის მიმართულებით ელექტრომატრებლები ნომრით – 854/853 და 856/855 იმოძრავებს.
მატარებლის მოძრაობის განრიგი კი ასეთია: მატარებელი №854 თბილისიდან გადის 10:25 საათზე, ბათუმში ჩადის 15:40 საათზე; მატარებელი №853 ბათუმიდან გამოდის 16:35 საათზე, თბილისში ჩამოდის 22.00 საათზე; მატარებელი №856 თბილისიდან გადის 07:20 საათზე, ბათუმში ჩადის 12:35 საათზე; მატარებელი №855 ბათუმიდან გამოდის 14:00 საათზე, თბილისში ჩამოდის 19:10 საათზე. აღნიშნული ცვლილება ბილეთების ფასზე არ იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები