ბავშვთა დაცვის დღეს პირობით ვადამდე სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის დღეს, პირობით ვადამდე სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა.
საბჭომ სამი არასრულწლოვნის საქმე განიხილა და სამივე მათგანის შემთხვევაში გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
სასჯელაღსრლების სამინისტროს ინფორმაციით, განხილვისას შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მათ შორისაა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები; ასევე, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები