უჩა ნანუაშვილი: მთავარ პრობლემად კვლავ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა რჩება

მთავარ პრობლემად კვლავ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა რჩება. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, პრევენციისთვის აუცილებელია ზომების გატარება, რათა ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენცია მოხდეს. მისივე თქმით, ძალადობის კუთხით სახალხო დამცველის წინადადება, რომ გამკაცრებულიყო კანონმდებლობა და უკეთ ყოფილიყვნენ ბავშვები ძალადობისგან დაცულნი, ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.
„ჩვენი მოთხოვნაა, ბავშვთა ძალადობის კუთხით უფრო მეტად გამოიკვეთოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რადგან ასეთი არაერთი ფაქტი ხდება და რეაგირება ბევრ შემთხვევაში ადეკვატური არ არის. ცალკე პრობლემაა, რომ ზოგადად არ არსებობს ნორმალური კოორდინაცია ბავშვთა ძალადობის საკითხებზე. ცალკე პრობლემა ეხება ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს, მათ მიმართაც რეალურად არ ტარდება ღონისძიებები, კონკრეტული ღონისძიებები და კონკრეტული პროგრამები იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი ბავშვთა მიმართ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასევე სექსუალური ძალადობის პრობლემებს ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები