6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებს მინერალებისა და ვიტამინების შემცველობის კვებითი დანამატები დაურიგდებათ

რამდენიმე კვირაში 6 თვიდან 23 თვის ასაკამდე ბავშვებისთვის სპეციალური 15-კომპონენტიანი მინერალებისა და ვიტამინების შემცველობის კვებითი დანამატების დარიგება დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეზე ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების, იუსტიციის და სპორტის სამინისტროებთან ერთად ბავშვზე ზრუნვის მიმართულების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
“ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ერთი განსაკუთრებული სიახლე. ჩვენ სულ რამდენიმე კვირაში დავიწყებთ 6 თვიდან 23 თვის ასაკამდე ბავშვებისთვის სპეციალური 15- კომპონენტიანი მინერალებისა და ვიტამინების შემცველობის კვებითი დანამატების დარიგებას. ეს არის უმნიშვნელოვანიესი პროდუქტი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. ამას მთავრობა უფასოდ დაარიგებს. ის იქნება მთელი რიგი დაავადების პრევენციისა და ბავშვის სწორი განვითარებისთვის. თქვენ გახსოვთ ფოლიუმის მჟავა, რომელიც დარიგდა პრევენციის მიზნით ორსულებისთვის. ეს პროდუქტი არ არის მაღალი ღირებულების. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შემოვიტანოთ. 13 000 სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის არის ამ ასაკობრივ ჯგუფში. დანარჩენებს შეუძლიათ, შეიძინონ აფთიაქში. მისი შეძენა არცერთ მცირეშემოსავლიან ოჯახს არ გაუჭირდება”,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები