გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრს 10 ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრს 10 ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ქუთაისში, აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, უსაფრთხოების სისტემების 2 დღიანი რეგიონული სემინარი ჩატარდა.
სემინარის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრს, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს, 10 ქვეყნის (ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) წარმომადგენლები ეწვივნენ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ უცხოელ სტუმრებს კომპანიის სერვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებს კომპანიის მიერ ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დანერგილი სისტემები წარუდგინეს.
უცხოელი სტუმრები პროექტის მიმდინარეობის პროცესში არსებული პრობლემის მოგვარების და საჩივრების განხილვის წარმატებულ სისტემასაც გაეცნენ. მათ ასევე, ქუთაისში არსებული წყლის ახალი რეზერვუარი და სატუმბი სადგური დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები