თბილისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს, დაგეგმილი სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, გლდანის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების და შენგელაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ისნის რაიონს, კერძოდ: სამრეწველო დასახლების, ქეთევან წამებულის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, გაბრიელ სალოსის, ნარგიზის, რუსუდანის, ივლევის, გეთიას, ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, იორის, ბოდბეს, სამასი არაგველის, არბოშიკის, შავსოფლის, დოლაბაურის, პატარძლეულის, გელოვანის, ფორაქიშვილის, უჯარმის, კაჭარავას, თეთრიწყაროს, წულაძის, ციხისძირის, დოლიძის, დიდგორის, გუდარეხის, ნინიძის და ჩარხის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სამგორის რაიონს: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელ დიღმის, სოფელ ჩალიპირების, აღმაშენებლის ხეივნის, გელოვანის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ბახტრიონის, ბუდაპეშტის, დები იშხნელების, ცაგერის, ტაშკენტის, კანდელაკის, იოსებიძის, ხვიჩიას, კოსტავას, საბურთალოს, იყალთოს, იმედაშვილის, არდაზიანის, ვაზისუბნის, გაგარინის, ზემო ვეძისის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, მგალობლიშვილის, არშბას, ქანთარიას, ნუცუბიძის, მეგრელიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, დელისის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-დან 18:00 საათამდე, მიმდინარე სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დიდუბის რაიონს: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, ყიფიანის, ფოთის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას, ონიანის, ჭიაურელის, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, დეპოს, საყვირის, კოხრეიძის და ბეჟანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-დან 18:00 საათამდე, ელქტრომომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონის აბონენტებს, კერძოდ, რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ერეკლე მეორეს მოედნის, გულიას, ბამბის რიგის, ქუმსიაშვილის, ნიშნიანიძის, კოტე აფხაზის, ტყავის, სიონის, თუმანიანის, ხონელის, სოღანლუღის, ხარფუხის, ტაბახმელის, ცურტაველის, გრიშაშვილის, შუშინის, ალგეთის და ფაბრიკის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები