15 ივნისს დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

დღეს, 12:00 საათზე სასტუმრო “რუმს ჰოტელში” ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” ორგანიზებით 15 ივნისს დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც პროექტის ავტორები – მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი კარლო პონტი და მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი მარკო განდინი, ლა სკალაში მოღვაწე ქორეოგრაფი ჯანლუკა სკიავორი დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ისაუბრებენ.
როგორც ცნობილია, 15 ივნისს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით მსოფლიოს კინოვარსკვლავი სოფია ლორენი დაესწრება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში პირველად ორი ნაწარმოები შესრულდება, ბალეტი და მონო ოპერა, ფრანცისკ პულენკის და ნინო როტას უნიკალური მუსიკა, რომელშიც მთავარ პარტიებს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და ნინო სურგულაძე შეასრულებენ.
15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი „ნატვრის ხე“ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს.
ღონისძიების მუდმივი პარტნიორია კომპანია “სოკარი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები