ნოდარ ხადური: საქართველოში დღეს უმუშევრობა რეკორდულად დაბალია

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის აზრით, საქართველოში უმუშევრობა რეკორდულად დაბალია, თუმცა, ეს რაიდენობა ცოტა არ არის.
„საქართველოში დღეს არის უმუშევრობა რეკორდულად დაბალი, 12%-ია. ეს არ არის ცოტა, ბევრია. ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე იყო თუნდაც 4 წლის წინ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ნოდარ ხადურმა განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ინვესტიციების რაოდენობა გაზრდილია და საქართველო სწორ გზაზე დგას.
“ინვესტიციების რაოდენობაც გაზრდილია და თუნდაც ის, რომ აპრილში 4,3 იყო ეკონომიკური ზრდა აჩვენებს იმას, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე და იმ ტურბულენტურ რეგიონში, რომელშიც ცხოვრობს საქართველო, ჩვენ არათუ შევძელით შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდა, არამედ ვაღწევთ წარმატებებს.” – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები