თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც „კვირას“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება გლდანის, ისნის, სამგორის, საბურთალოს, ნაძალადევის, კრწანისის, დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებს.
შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VIII მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IV ბ მიკრორაიონების, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის III მასივის V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ანთიმოზ ივერიელის, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის , ზღვისუბნის დასახლების Xა და Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, გია რომელაშვილის, ლერი ლაგურაშილის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფირდოუსის ჩიხის, გორგასლის, ფაბრიკის, ხონელის, სოღანლუღის, ხარფუხის, ცურტაველის, გრიშაშვილის და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანკტ-პეტერბურგის, მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები