ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ადიგენის სოფლები დააზარალა – დატბორილია სახლები

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ადიგენის რაიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. სოფელ ვარხანში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ოცხე ნაპირებიდან გადმოვიდა და 20-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა. წაღებულია შინაური ფრინველი და პირუტყვი. მთლიანად განადგურებულია ნათესები. მნიშვნელოვნად დაზარალდა სოფელი უნწაც.
სტიქიისგან დაზარალებულ ტერიტორიაზე ამ წუთებში სატუმბო სამუშაოები მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის შეფასებით, ვითარება რეგიონში საკმაოდ მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები