ხვალ ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობების კრებულის და სოციალური პროექტის „მომისმინე“ პრეზენტაცია გაიმართება

ორშაბათს, 30 მაისს, 19:30 საათზე სასტუმრო “რუმსში” ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობების კრებულისმომისმინედა მცირე რომანის წარდგენა გაიმართება. მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს წიგნების აუდიოვერსიებს. საღამოს, მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი გაუძღვება.
ლიტერატურას ნამდვილად შეუძლია შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, თუ ის ადამიანებზე მოგვითხრობს და მათთვის იქმნება. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მიზანიც ადამიანების, ყველაზე დიდი უმცირესობის წარმომადგენლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერაა.
სხვადასხვა სოციალური საქმიანობა, რომელიც მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება – საქართველოს”, არასამთავრობო ორგანიზაციების „ყოველი მეათე ჩვენგანი“ და „ვიმეგობროთ” ორგანიზებით დაიგეგმა, ერთ დიდ პროექტად იქცა:

  • აუდიოწიგნების შექმნა და საჩუქრად გადაცემა უსინათლო და მცირემხედველ მკითხველთათვის;
    • უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის საჩუქრად ყურსასმენების გადაცემა;
    • ქართულ-ამერკული უნივერსიტეტის GAU სასწავლო ვაუჩერების გადაცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის;
    • ინკლუზიური ექსკურსია შატო მუხრანში;
    • თვალის უფასო გამოკვლევა უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის;
    • სემინარის ორგანიზება შეზღუდული შესაძლებლობის პრობლემებზე და გამოწვევებზე.

პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობები წარმოადგენენ ეკატერინე ტოგონიძის წიგნების მიხედვით შექმნილ ეტიუდებს.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს რეზო კიკნაძე & ბენდი.
დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება გაიმართება ყველასთვის მისაწვდომ გარემოში. უზრუნველყოფილია სურდო თარგმანი.
sssssssssssss

ეკატერინე ტოგონიძე პროფესიით ჟურნალისტია. 2000-2010 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბისა“ და დილის გადაცემა „ალიონის“ წამყვანად მუშაობდა.
მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე, შესულია არაერთ კრებულში და მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემია, მათ შორის „საბა”. გამოცემულია ეკატერინე ტოგონიძის 4 წიგნი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები