ახალციხის სინაგოგის 275 წლის იუბილე აღინიშნა

დღეს, ახალციხეში, საქართველოში უძველესი ებრაული სინაგოგის დაარსებიდან 275 და მისი განახლებიდან 153 წლის იუბილე აღინიშნა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სტუმრებს სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
“დღეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ებრაელთა თემის სალოცავი 275 წლის იუბილეს აღნიშნავს. მე მინდა, მივულოცო ებრაულ თემს, მივულოცო ახალციხეს – ამ ძალიან მნიშვნელოვან ქალაქს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს თანამედროვეობასა და მომავალში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა, რომელმაც 26 საუკუნეს გაუძლო, კვლავაც გაგრძელდება და ახალ სიმაღლეზე ავა,” – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები – კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და ისრაელიდან მოწვეული სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები