როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგგან ელ-ჭექით.
1-2 ივნისს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები