დუშეთის გამგებელი: არცერთი მოსახლე არ დარჩება უყურადღებოდ

„არცერთი მოსახლე არ დარჩება უყურადღებოდ“,-აღნიშნული პირობა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა სტიქიის ზონაში სტუმრობისას დადო.
მისი თქმით, ორ-სამ დღეში სპეციალური კომისია სპეციალისტების ჩართულობით ზარალის სრულ სურათს წარმოადგენს და მთავრობის დახმარებით ყველა დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა. მისივე ინფორმაციით, დუშეთიოს რაინში სოფელ ერბნისის გარდა, ძლიერმა სეტყვამ სხვა სოფლებიც მნიშვნელოვნად დააზარალა.
„ყველას გავუწევთ შესაბამის დახმარებას. ჩვენ დავათვალიერეთ ყველაფერი სპეციალისტებთან ერთად. მხოლოდ ერბნისი არ არის დაზარალებული. არის კიდევ სხვა სოფლებიც.
სახნავ-სათესი მიწების ის პროცენტული რაოდენობა, რაც არის დაზიანებული, ორ-სამ დღეში დაიდება სრული სურათი. მთავრობას მივმართავთ და ერთობლივი ძალისხმევით, ვეცდებით, რომ შესაბამისი დახმარება გავუწიოთ“, – განაცხადა გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა სეტყვამ დუშეთის რაიონის სოფელი ერბნისი მნიშვნელოვნად დააზარალა. 80 ოჯახს სეტყვის შედეგად სახნავ-სათესი მიწები და ნათესები მთლიანად გაუნადგურა. ასევე დაუზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები