სეტყვამ გორის რაიონის მოსახლეობა დააზარალა

სტიქიამ გორის რაიონის მოსახლეობა დააზარალა. ძლიერი სეტყვის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სოფლები: მეჯვრისხევი, ახრისი, აძვი და ჯარიაშენი.
ადგილობრივების განცხადებით, სეტყვა თითქმის 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
„ძლიერი სეტყვა იყო. გაანადგურა ყველაფერი ხეხილის და ვაზის ჩათვლით”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ წუთებში ზარალს ადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები