არაგვმა სოფელ ნავაზში საცხოვრებელი სახლის ეზოს ნაწილი წაიღო

ადიდებულმა არაგვმა სოფელ ნავაზში საცხოვრებელი სახლის ეზოს ნაწილი წაიღო. ოჯახი მდინარის კალაპოტის შეცვლას ითხოვს. წინაღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩნენ.
სოფელ ნავაზში მცხოვრები ნატალია შენგელია „კურერთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დროდადრო ადიდებულ მდინარეს ტერიტორიები მიაქვს.
დაზარალებული მოსახლეობა, მდინარის ძველ კალაპოტში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს. ისინი გზის გამაგრების აუცილებლობაზეც საუბრობენ, რადგან კალაპოტშეცვლილი არაგვი საფრთხეა ცენტრალურ ტრასასაც უქმნის.
ადგილობრივმა მოსახლეობამ დახმარების თხოვნით მცხეთის გამგეობას რამდენჯერმე მიმართა.
თვითმართველ ორგანოში დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა შემდეგ გზების დეპარტამენტთან გადაამისამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები