„კლინიკური ეპილეფსია“ – თბილისი კავკასიის მე-7 საზაფხულო სკოლას მასპინძლობს

მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის ევროპის განყოფილება საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგის, ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის მონაწილეობით საზაფხულო სკოლა-სწავლება ჩატარდება.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოდან აცნობეს, საქართველოში სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეულია გამოცდილი ევროპელი ექსპერტები , რომლების ლექციებს ჩაატარებენ.
სკოლის ფარგლებში ხდება ეპილეფსიის თანამედროვე საკითხების გაშუქება ლექციებით, ასევე ინტერაქტიული მუშაობა სემინარების და რთული შემთხვევების გარჩევით. სკოლაში მონაწილეობას მიიღებს ქართველი , სომეხი და აზერბაიჯანელი ექიმები.
2008 წლიდან ამიერკავკასიაში 2 წელიწადში ერთხელ იმართება ეპილეფსიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.
საქართველოში უკვე მე-4 ტარდება. საზაფხულო სკოლა დღემდე ჩატარდა 1 აზერბაიჯანში, 2 სომხეთში, 3 საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები