პაპუნა დავითაია თეა წულუკიანის განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს

დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ლევილის მამულთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
პაპუნა დავითაიას თქმით, იუსტიციის მინისტრის არგუმენტი, რომ 2011 წლის მემორანდუმს მხოლოდ ერთი ოჯახი აწერს ხელს ბავშურია, რადგან მემორანდუმზე ხელმომწერი ირენ ციციშვილია, რომელიც ორგანიზაცია “ქართული კერის” თავმჯდომარეა და იგი მოლაპარაკებებში ყველა იმ ოჯახს წარმოადგენდა, რომელიც ლევილის მამულს ფლობს.
“ვფიქრობ, ამით ამომწურავად გაეცემა პასუხი ყველა შესაძლო კითხვას. გუშინ ქალბატონი თეა წულუკიანისგან მოვისმინეთ, თითქოს 2011წელს გაფორმებულ მემორანდუმს მხოლოდ ერთი ოჯახის წარმომადგენელი აწერდა ხელს, ხოლო მათ მიერ გაფორმებულ განზრახულებათა პაკეტს რამოდენიმემ მოაწერა. ეს ძალიან ბავშვური არგუმენტია. მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს რომ “ქართული კერა” არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს რესპუბლიკის პირველი მთავრობის წარმომადგენლებს და არის ლევილის მამულის ფაქტობრივი მფლობელი და განმკარგავი. მისი თავმჯდომარე ქალბატონი ირენ ციციშვილი კი ამ მოლაპარაკებებში წარმოადგენდა “ქართულ კერას”, მაშასადამე ყველა იმ ოჯახს, რომელიც ფლობს ლევილის მამულს და 2011 წლის მემორანდუმს ქალბატონი ირენი ხელს აწერს სწორედ ყველას სახელით და არა მხოლოდ თავისი ოჯახის სახელით, როგორც თეა წულუკიანი ამტკიცებს”, – განაცხადა პაპუნა დავითაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები