მთავრობა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება -გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება– გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას განიხილავს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
საქართველოს პრემიერ–მინისტრს და მთავრობის წევრებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიაწოდა.
„პროგრამას ახასიათებს რამდენიმე საკვანძო საკითხი: პირველი, ეს არ არის უბრალო შუამავლობა დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს შორის, არამედ ეს არის კერძო, სახელმწიფო თანაშრომლობაზე, პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ფაქტორებს. ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ პოტენციური დამსაქმებელი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრების საშუალებით, რაშიც ასევე ჩართული იქნება სახელმწიფო…ჩვენი შეფასებით, ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რომელსაც რეალური შესაძლებლობები ექნება და ეს პროექტი თავის შინაარსით თანხვედრაშია მთავრობის 4 სტრატეგიულ რეფორმასთან”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება– გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება (მოხდება მათი პროფესიული მომზადება-გადამზადება და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირება) და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები