ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სლოვენიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიღება გაიმართა, რომელსაც სლოვენიის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი ფოტოგამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები