ბათუმს სტამბოლის მერი ეწვია

ბათუმს სტამბოლის მერი ქადირ თოქბაში ეწვია. დღეს, მერის ვიზიტთან დაკავშირებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამოფენა და საზეიმო კონცერტი გაიმართა. გამოფენის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ქ. სტამბოლის მერი ქადირ თოქბაში.
გამოფენა „ბათუმი-სტამბოლი” ორი ქვეყნის ორ ქალაქს შორის კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. გასულ წელს თურქეთის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით 12 ბათუმელი მხატვრის 130 ნამუშევარი 1 კვირით ქ. სტამბოლში გამოიფინა.
„პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველას 26 მაისი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე! ქართველი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს! 26 მაისი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ნამდვილი დღესასწაულია! მიხარია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმში ქალაქ სტამბოლის მერი იმყოფება. მინდა მადლობა გადავუხადო მას ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ქალაქებს შორის ურთიერთობის მხარდაჭერისათვის” – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლის მერის საქართველოში პირველი ვიზიტი სწორედ დღეს, 26 მაისს, ქ.ბათუმში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები