სეტყვამ ქარელში მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა

ნახევარსაათიანმა სეტყვამ ქარელში მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა, კერძოდ, ყურძნის, ბოსტნეული კულტურები, ხახვი, ნიორი, კარტოფილი და პომიდორი.
განადგურებულია ატმისა და ვაშლის მოსავალიც.
ადგილობრივების თქმით, ხანგრძლივი სეტყვის გამო, საძოვარზე გაყვანილი პირუტყვი გაიფანტა და მწყემსები რამდენიმე ათეულ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ამ წუთებში ეძებენ.
მოსახლეობის განცხადებით, რუისელების დიდ უმრავლესობას მოსავლის მოსაყვანად კრედიტი ჰქონდა აღებული. ხელისუფლების დახმარების გარეშე კი, ვეღარც კრედიტების გადახდას შეძლებენ და ყველანაირი მოსავლის გარეშეც დარჩებიან. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, დაისეტყვა შემდეგი სოფლები: ლეთეთი, აფნისი, ბებნისი, რუისი, ქვემო ხვედურეთი და მუნიციპალიტეტის ცენტრი – ქარელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები