ლევილის შატოს და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

2016 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში ლევილის შატოს და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ დოკუმენტს.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილის ფარგლებში. ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ: საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლები, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
თეა წულუკიანმა ამ დღეს ისტორიული უწოდა. რადგან „იმ ადგილზე, სადაც ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ჩხენკელმა გეგეგეჭკორმა და სხვებმა მრავალი წლის წინ გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა, მათი შთამომავლები ხელს საზეიმოდ აწერენ ლევილის მამულის დაბრუნების წინასწარ აქტს საქართველოსთვის. ლევილის მამული მაშინდელმა მთავრობამ ქართველი ხალხის ფულით შეიძინა, შეინახა, მოუფრთხილდა და შემოგვინახა. დღეს ის ქართველ ხალხს უბრუნდება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და მადლობა გადაუხადა პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებს.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ
აღნიშნა, რომ მამული საბოლოოდ საქართველოს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე დაუბრუნდება. „მინდა, რომ ეს ქართველი ერისათვის ძალიან დიდი ინსპირაცია იყოს – ამ მამულის ევროპის შუაგულში 5 ჰექტარის დაბრუნების სახით. შეიქმნას უფრო დიდი ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი ღირსებით, სიბრძნით და მშვიდობით,”- აღნიშნა გელა დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები