გიგა ოთხოზორია ზუგდიდში დაკრძალეს

ხურჩა -ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. მესაზღვრის მიერ 19 მაისს მოკლული გიგა ოთხოზორია ზუგდიდში დაკრძალეს.
დილიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
„კვირას“ ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დაკავებულია.
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პორტალ “კვირას“, დაკავების შესახებ ინფორმაცია ნაწილობრივ დაუდასტურა. მინისტრის განცხადებით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ მასაც აცნობეს, თუმცა ამ დროისთვის ინფორმაციის სისწორე მოწმდება. ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი ხვალ, გალის შეხვედრაზე დაისმება და ზუსტი ინფორმაცია მისი მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით სწორედ ხვალ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები