ათენში საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენის 25 წლისთავისა და დიასპორის დღის აღსანიშნავად, შარშანდელი წარმატებული დებიუტის შემდეგ, ათენის ერთ-ერთი პრესტიჟული უბ13310570_1149265981762560_2459494443782040681_nნის – „პალეო ფალიროს“ საფეხბურთო მოედანზე, უკვე მეორედ, მინი – ფეხბურთში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართა.
როგორც „კვირას“ ღონისძიების ორგანიზატორმა, ათენის განათლების და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ წარმომადგენელმა განუცხადა, ტურნირში 6 ქვეყნის 8 გუნდი მონაწილეობდა:
ბერძენი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული – FC GREEK NERDS, ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციების კლუბები: ალბანეთი – FC APOLONIA, რუმინეთი – FC STEUA, პოლონეთი – FC PANPOLONIKOS, უკრაინა – FC CARPATI, და სამი ქართული: შარშანდელ ტურნირში გამარჯვებული – FC CAUCASUS, FC ARTSIVEBI და ფინალისტი FC IMERETI.
ჯგუფური ეტაპების გამარჯ13238999_1040755726007032_2811216724401793124_nვებულის გამოვლენის შემდეგ, შედგა ნახევარფინალური თამაშები, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი უცხოური (რუმინეთი VS ალბანეთი) და ორი ქართული გუნდი.
ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ რუმინეთი – FC STEUA და საქართველო – FC IMERETI.
დაძაბული, უხვგოლიანი თამაშის შემდეგ, გამარჯვება წილად ხვდა რუმინულ FC STEUA-ს.
ასევე, გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე 13310504_1149265838429241_5507076003787626439_n– Erciu Mircea (რუმინეთი) და ბომბარდირი – მერაბ ძოძუაშვილი (საქართველო).
ბოლო, ფინალური მატჩის ჩატარებამდე, მაყურებელს შევთავაზეთ კულტურული პროგრამა, სადაც ქართველებთან ერთად, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა თავიანთი ტრადიციული ცეკვითა და სიმღერით.

პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდების დაჯილდოებამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.
სტუმრებში გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები საქართველოს შესახებ.

აქვე ღონისძიების ორგანიზატ13239424_1149266075095884_6200262534395898841_nორები სტუმრებს ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდნენ.
საერთაშორისო ტურნირს და მის პარალელურ ღონისძიებებს დაესწრო დაახლოებით 600 ქართველი, ბერძენი და უცხოელი მაყურებელი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობდა და ქართულ გუნდებს გულშემატკივრობდა მეორე და მესამე თაობის ქართული ემიგრაციის წარმომადგენლობა: ბავშვები, სტუდენტი13282054_1149268665095625_2031669107_n–ახალგაზრდობა.
ტურნირს, რომელიც 22 მაისს გაიმართა, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, იოსებ ნანობაშვილი, „პალეო ფალიროს“ მერი, დიონისის ხაძიდაკისი, საბერძნეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების UNESCO–ს ასოციაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია და ყველა მონაწილე ქვეყნის დიასპორული ორგანიზაციები დაესწრნენ.
ტურნირის მასპინძელმა, პალეო ფალიროს მერმა, დიონისის ხაძიდაკისმა თავის გამოსვლაში ბრძანა:
„თქვენ საუკეთესო მაგალითი მიეცით ათენის დანარჩენ უცხოურ დიასპორებს ასეთი მასშტაბური, სასარგებლო და დახვეწილი სპორტულ –კულტურული ღონისძიების ორგანიზებით“, – განაცხადა პალეო ფალიროს მერმა, დიონისის ხაძიდაკისმა.
მან აღფრთოვანებით გაიხსენა, გასულ წელს მისსავე მუნიციპალიტეტის დიდ საკონცერტო დარბაზში “კავკასიას” მიერ გამართული „ქართული კულტურის გაცნობის დღე“.

UNESCO –ს ასოციაციის წარმომადგენელმა, პანოს პაპაზახარიადისმა კი აღნიშნა, რომ უცხოური გუნდის ღირსეული გამარჯვება ცხადყოფს ორგანიზატორობის მაღალ დონეს, ტურნირის გამჭვირვალეობას და ობიექტურობას.13239135_1149265498429275_3827454231562997522_n
მან ღონისძიების ორგანიოზატორებს საქართველოს წარმოსაჩენად გავრცელებული საინტერესო და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული საინფორმაციო ბუკლეტებისათვის მადლობა გადაუხადა. პანოს პაპაზახარიადისმა საქართველოს სერიოზული ტურისტული პოტენციალის ქვეყნის სტატუსი უწინასწარმეტყველა.
ღონისძიებას მხარი დაუჭირეს საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩომ და
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
სპონსორი კი ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“ იყო.

 

 

13265970_1149265941762564_8495662056509356561_n

13240059_1149265738429251_8273700690032390194_n

13241234_1149266141762544_7317002512017770447_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები