რომელი ქვეყანა შეგეფერებათ სამოგზაუროდ – იუსტიციის სამინისტროს სახალისო ტესტი მოქალაქეებისთვის

26 მაისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. იუსტიციის სამინისტრო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური პავილიონით (ინსტალაცია).
როგორც „კვირას“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ცისფერი გალერეის წინამდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება სპეციალურად დამზადებული კონსტრუქცია, რომელიც ბრენდირებული იქნება საქართველო-ევროკავშირის ფერებში შესაბამისი თემატიკით. კონსტრუქცია წარმოადგენს გადახურულ მონიტორს, საიდანაც „ლაივსტრიმის“ მეშვეობით ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან ღონისძიებაზე მყოფ მოქალაქეებს გაესაუბრებიან (11 საათიდან 19 საათამდე).
„ეს სახალისო ინსტალაცია, საინფორმაციო ხასიათისაა. მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სახალისო ტესტი. გასაუბრების წინ ეკრანიდან თითოეულ მოქალაქეს პატარა სახალისო ტესტი ჩაუტარდება, რომლის მიხედვითაც გავარკვევთ, თუ რომელი ქვეყანა შეეფერება მათ სამოგზაუროდ. ამის შემდეგ ჩაირთვება „ლაივსტრიმი“, სადაც ტესტის შედეგიდან შერჩეული ქვეყნიდან მიესალმებიან. საუბრის თემა მთლიანად ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას შეეხება. ვიმედოვნებთ, ასეთი ტიპის ორიგინალური კომუნიკაცია საზოგადოებაში დიდ ინტერესს გამოიწვევს, ვიზალიბერალიზაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების კარგი საშუალება იქნება“, – განუცხადა „კვირას“ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ მსხილაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეებს დაურიგდებათ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო ბროშურები. ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები