არასამთავრობოების ნაწილი უჩა ნანუაშვილის გადადგომას ითხოვს

სახალხო დამცველის ოფისთან ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უჩა ნანუაშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სახალხო დამცველი დღეს უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მოთხოვნებს ასრულებს, რათა საქართველო რელიგიური დაპირისპირებების ქარცეცხლში გაეხვიოს.
მათივე განცხადებით, უჩა ნანუაშვილი მხოლოდ ლგბტ-ების უფლებას იცავს და არაფერს ამბობს იმაზე, რაც მოხდა საპატრიარქოს კედლების შეღებვისას.
არასამთავრობოებმა 2015 წლის სახალხო დამცველის ანგარიშიც გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველი ბავშვებს ტაძრებში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვის უკრძალავს.
აქციას “უფლებადამცველთა გაერთიანება“, „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა”, “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია”, “სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო”, “საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი” “საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანება”, „დაიცავი შენი უფლებები” და „საზგადოებრივი გაერთიანება სამართლიანობისთვის“ მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები